ეკა მიშველაძეს პროკურატურაში დაკითხავენ

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე მთავარ პროკურატურაში გადაცემა “არჩევანში” გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიბარეს.

მიშველაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ განაცხადა უკანონო თვალთვალის შესახებ. მიშველაძე პროკურატურაში მისვლას და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

“პროკურატურაში დილით 11 საათზე ვარ დაბარებული, არ ვიცი კონკრეტულად რა სტატუსით. ერთი რამ ვიცი, რომ საუბარი იქნება სწორედ მიყურადებაზე და თვალთვალზე”, – აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაში“უნივერისტეტში მიმდინარე პროცესები, იმ ზოგადი ქაოსის ანარეკლია, რაც ქვეყანაშია”
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული