ეკა მიშველაძე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა მიშველაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. ჟურნალისტმა გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილისგან წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ გადაცემა „პირველი სტუდია“ დაიხურა. წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ მის მიერ წარდგენილი ახალი გადაცემის პროექტმა არ დაიმსახურა მოწონება მაუწყებელში.

MISHVELADZE

ჟურნალისტმა წერილი საჯაროდ სოციალურ ქსელ facebook-ში გამოაქვეყნა.

“მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში თქვენს მიერ წარმოდგენილ იქნება ახალი საავტორო გადაცემის პროექტი. იგი განსახილველად გადაეცა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებით გათვალისწინებულ აღმასრულებელ საბჭოს, რომელიც წამოადგენს გენერალური დირექტორს სათათბირო-საკოორდინაციო ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლის სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინაციას და კომუნიკაციას და სხვა ფუნქციებთან ერთად, ამზადებს რეკომენდაციებს ახალი სატელევიზიო პროექტების წარმოებაში ჩაშვების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, პროექტს არ მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია და ასევე არ იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება მისი წარმოების დაწყების შესაძლებლობასთან დაკავშრებით,“ – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ ის თემატიკა, რომელიც პროექტში იყო აღნიშნული, ვრცლად არის წარმოდგენილი სატელევიზიო ბადეში არსებულ სხვადასხვა გადაცემებში, შესაბამისად, როგორც წერილშია ნათქვამი, „არ არის მიზანშეწონილი დამატებით ცალკე პროექტის სახით მსგავსი გადამცემის ჩვენება“.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: უკონტაქტო პატრულირებას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან კავშირი არ აქვს
შემდეგი სტატია„აქ არის საჭირო ერის კონსოლიდაცია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ” – გიორგი რუხაძე