ეკა მიშველაძე: სახელმწიფო ვალდებულია აღკვეთოს ძალადობა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა კორცხელში მომხდარ ინციდენტზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია აღკვეთოს ძალადობა, რადგან ეს მისი ვალდებლებაა და არა კეთილი ნება.

„სახელმწიფო ინსტიტუციებმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება, სამართლიანი და მაღალი სტანდარტის საარჩენო პროცესი, აღკვეთოს ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს – ის, რაც მოხდა კორცხელში, არის უფრო მეტი, ვიდრე სამართალდარღვევა! ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს ფიზიკური დაზიანება, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. კორცხელში მომხდარზე ეფექტური რეაგირება არის უმნიშვნელოვანესი ტესტი, რომ სახელმწიფოს აქვს ნება და შეწევს უნარი, თავისუფალი და მაღალი სტრანდარტის არჩევნების ჩატარებისა“. – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

პრესსპიკერის თქმით, მმართველ გუნდს ყველა კანონდარღვევაზე უნდა ჰქონდეს ადექვატური რეაქცია. პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა პრემიერის პოზიციას კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, რომ უსწრაფესად გამოვლინდეს ყველა დამნაშავე.

banner
წინა სტატიაშინადეჯდა სავჩენკო კიევშია-პირველი ფოტო
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ბოიკოტს ერთი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს