ეკა მიშველაძე: პარლამენტი კიდევ ერთხელ ვერ გახდა პრეზიდენტის მოკავშირე

საქართველოს უამღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დღეს მხარი არ დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე მარგველაშვილის პრეს-სპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ დღეს პარლამენტი კიდევ ერთხელ ვერ გახდა პრეზიდენტის მოკავშირე, კანდიდატების მხარდაჭერა კი სასამართლო სისტემის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებას შეუწყობდა ხელს:

„დღეს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა, პრეზიდენტი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს საკმარისი პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდა, რათა საკუთარი წვლილი შეეტანა სასამართლო სისტემის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში. დღეს კიდევ ერთხელ, პარლამენტი ვერ გახდა პრეზიდენტის მოკავშირე, სისტემის გაძლიერებისათვის. პრეზიდენტი თვლის, რომ ამ მოსამართლეების მხარდაჭერით უზენაესი სასამართლო კიდევ უფრო გაძლიერდებოდა და საბოლოო ჯამში კიდევ უფრო გაჯანსაღებულ სასამართლო სისტემას მიიღებდა ქვეყანა. რაც უმნიშვნელოვანესია მაშინ, როდესაც უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს ამ სისტემასთან დაკავშრებით“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
შემდეგი სტატია(video) გიორგი მარგველაშვილი დეტალურ ახსნა-განმარტებებს მოითხოვს თავდაცვის მინისტრისაგან