ეკა მიშველაძე : ნატო-ს სამიტზე საქართველო ალიანსთან დაახლოების ახალ ეტაპს ელოდება

გვაქვს მოლოდინი, რომ ვარშავაში ნატო-ს სამიტის შემდეგ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიშველაძის თქმით, უახლოეს დღეებში სახელმწიფო დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ვარშავაში ნატო-ს სამიტზე მიემგზავრება, სადაც საქართველო ალიანსთან დაახლოების ახალ ეტაპს ელოდება. პრეზიდენტის პრესპიკერის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ვარშავაში სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს სამიტის შემდეგ ექნება კიდევ უფრო მეტი პრტაქტიკული ბერკეტი გარე საფრთხეებთან გასამკლავებლად და ისევ და ისევ ალიანსი მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროატალანტიკური სწრაფვისკენ. როგორც ცნობილია, ამ სამიტზე ასევე საუბარი იქნება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაზეც“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

მისივე თქმით, ვარშავის სამიტის წინ ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში. მიშველაძის თქმით, საქართველოს მეგობარი ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ეს ვიზიტი მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა ევროატალანტიკური ინტეგრაციის კუთხით. მიშველაძის განცხადებით, ჯონ ქერის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო არჩევნების წინ.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ანგარიში უცხოელმა დიპლომატებმა მოისმინეს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანიამ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატები წარდგინა