ეკა მიშველაძე: მნიშვნელოვანია დროული და ადეკვატური რეაგირება ყველა დარღვევაზე

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, დროულად მოხდეს იმ დარღვევებსა და ხარვეზებზე რეაგირება, რაც არჩევნების ჩატარებისას გამოვლინდა.
პრეზიდენტის აზრით, ეს მნიშვნელოვანია, რათა შემდგომ არჩევნებზე მსგავში ხარვეზები აღარ განმეორდეს.

“არჩევნები დასრულდა. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია დროული და ადეკვატური რეაგირება ყველა დარღვევაზე, რაც გამოვლინდა არჩვენების განმავლობაში.

ეს მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური პროცესის სამართლიანობისთვის, ასევე ზოგადად საარჩევნო სისტემის სანდოობისთვის და გარდა ამისა, მომავალი არჩევნებისთვის, რომ მოხდეს ხარვეზების აღმოფხვრა და არჩევნების უკეთ ორგანიზება”,- განაცხადა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაში“ჩემი წასვლის თაობაზე “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი და წევრები საქმის კურსში იყვნენ”
შემდეგი სტატია“პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ, კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა”