ეკა მიშველაძე მედიაზე კონტროლის დამყარების მცდელობის ნაწილად აფასებს საკუთარი გადაცემის დახურვას

რა წერილების გასაჯაროებას აპირებს ტელეჟურნალისტი

მედიაზე კონტროლის დამყარების მცდელობის ნაწილად აფასებს საკუთარი გადაცემის დახურვასა და კონტრაქტის შეწყვეტას ეკა მიშველაძე. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისგან გათავისუფლების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ ჟურნალისტმა დღეს უკვე ბრიფინგი გამართა და კონკრეტულ გარემოებებზე ისაუბრა.

მიშველაძის განმარტებით, მისი სამსახურიდან დათხოვნა კანონდარღვევით მოხდა. ეკა მიშველაძე დავის გაგრძელებას სასმართლოში გეგმავს და აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება ხელისუფლების გეგმის ნაწილია, რომლითაც მმართველი გუნდი მედიაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.

ამავე გეგმის ნაწილად მიშველაძე სხვა პოლიტიკური გადაცემების დახურვასა და რუსთავი 2-სა და მაესტროზე შეტევას ასახელებს.

„ეს არის ერთი გეგმის ნაწილი, გეგმის, რასაც ჰქვია მედიაზე კონტროლის დაწესება. მაუწყებლის ხელმძღვანელის ხელმოწერა აქვს ამ წერილს, მაგრამ მგონია, რომ ეს იყო დავალება, ალბათ სანაცვლოდ რაღაცასაც დაჰპირდნენ“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიდი კაპრიო ჩელიაბინსკის გუბერნატორმა რეგიონის ტურიზმის სახედ მიიწვია
შემდეგი სტატიაიტალიის პრემიერმა ევროკავშირი “ტიტანიკის” ორკესტრს შეადარა