ეკა მიშველაძე – კიდევ უფრო მიმძაფრდება ეჭვი, რომ ეს არ იყო ძარცვა

“კიდევ უფრო მიმძაფრდება ეჭვი, რომ ეს არ იყო ძარცვა” – ამბობს ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე მისი ბინის გაქურდვასთან დაკავშირებით.

ეკა მიშველაძე პოლიციამ დღეს გამოკითხა. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, წაღებულია მხოლოდ 2 ლეპტოპი მაშინ, როდესაც ბინაში სხვა, ბევრად ღირებული ნივთები იყო.

მიშველაძეს ბინა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გაქურდული გუშინ დახვდა და მაშინვე არ გამორიცხა, რომ ეს ყველაფერი დაშინების მცდელობა ყოფილიყო.

მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – საველე ჰოსპიტალი არის უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო მზად არის
შემდეგი სტატიალეიბორისტები ტრანსპორტის აკრძალვას სასამართლოში ასაჩივრებენ