ეკა მიშველაძე : “ასეთი მეთოდებით ბრძოლა და ზოგადად, ფარული ჩანაწერების გავრცელება მიუღებელია”

ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა განცხადება გააკეთა. ეკა მიშველაძის თქმით, აუცილებელია მსგავსი ფაქტების გამოძიება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელება მიუღებელია.

„ასეთი მეთოდებით ბრძოლა და ზოგადად, ფარული ჩანაწერების გავრცელება არის მიუღებელი, ეს არ არის ბრძოლის სამართლიანი მეთოდი, რომ ყველა ფაქტი, რომელიც ფარული ჩანაწერების გავრცელებას ეხება, აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული, ამას ვიმეორებთ და გავიმეორებთ დღენიადაგ. იმედი გვაქვს, რომ ყველა ეს ფაქტი აუცილებლად იქნება გამოძიებული,” – აცხადებს ეკა მიშველაძე.

პრეზიდენტის პრესსპიკერი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ზოგადად, მედიის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ეს უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა დაცული,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ცაგარეიშვილი : “მოვუწოდებ მინისტრ იზორიას არ დაუშვას შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება”
შემდეგი სტატიაშსს-ში ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაიხსნა