ეკა კუპატაძე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა – ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს,_ მანამდე ეკა კუპატაძემ სასამართლოზე მომხდარის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი დასცინოდა.
“ლეკიშვილის ცოლი სასამართლოს დარბაზში სათვალეებით იღებდა. სათვალეები, რითაც იღებდა, გააძევეს, ჩამოართვეს და შემდეგ ისევ შემოუშვეს. სასამართლო პროცესზე ლეკიშვილი უშნოდ იცინოდა, უტეხად მიყურებდა. ლეკიშვილი არის შეურაცხადი. ანასტასია ბერუაშვილზეც მინდა ვთქვა, ჩემი აზრით, ეს გოგოც შეურაცხადია.
გარდაცვლილია, მოკლულია, უდანაშაულო ახალგაზრდა და საბრალდებო სკამზე იყვნენ ამ მკვლელობის ფიგურანტები და მათი ადვოკატი იცინოდა მთელი პროცესის განმავლობაში, უტეხად მიყურებდა. მეც ვუსწორებდი თვალს, გვერდზე არ ვიყურებოდი.
მანდატური შემოვიდა სასამართლო პროცესზე და თქვა, რომ შეამჩნიეს, ლეკიშვილი იყენებდა ტელეფონს, არ ვიცი „ლაივს” უშვებდა თუ იწერდა, მაგრამ მანდატური შემოვიდა შენიშვნით. ლეკიშვილი, ჩემი აზრით, არის შეურაცხადი, დამცინოდა შვილის სიკვდილისთვის და ის ამისთვის პასუხს აგებს, ვფიცავ. ლეკიშვილი დღევანდელი სიცილისთვის პასუხს აგებს. მე რომ ნია იმნაძის ჩანაცვლება [ციხეში] დამჭირდეს, ლეკიშვილს მაინც ვაგებინებ პასუხს იმ სიცილისთვის“ | ამბობდა ეკა კუპატაძე.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.








