25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ეკა კუპატაძე: პროკურატურამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გიორგი მალანიას დაუმძიმა ბრალი

საქმეში არსებულ უხვ, მყარ, პირდაპირ და ირიბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პროკურატურამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გიორგი მერაბის-ძე მალანიას დაუმძიმა ბრალი,– ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა აცხადებს. ის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილის შვილის, გიორგი მალანიასთვის წარდგენილი ბრალის კვალიფიკაციას მიესალმება.

ეკა კუპატაძე წერს, რომ პროკურატურამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„საქმეში არსებულ უხვ, მყარ, პირდაპირ და ირიბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პროკურატურამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გიორგი მერაბის-ძე მალანიას დაუმძიმა ბრალი.

ამჟამად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტი (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა ბრალად, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – წერს კუპატაძე.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კერძოდ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილის შვილის, გიორგი მალანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ლ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი სიორიძე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი
შემდეგი სტატიააბაშაში, „საქართველოს ბანკში“ ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა