18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

ეკა კუპატაძე: იძულების წესით, ნია იმნაძეს მიიყვანენ სასამართლო პროცესზე

ეკა კუპატაძე, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა სოციალურ ქსელში წერს: 

_ მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და 7 მაისს 16:00 საათზე, იძულების წესით, ნია იმნაძეს მიიყვანენ სასამართლო პროცესზე! პროკურორო ქეთი სონიძევ, სუპერი ხართ!!!!

ინფორმაციისთვის, ნია იმნაძე, სკოლის მოსწავლე, რომელიც მოკლული მასწავლებლის საქმის მთავარი ფიგურანტია, სასამართლოში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მოტივით 28 აპრილს არ გამოცხადდა.

გარდა ამისა, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, ნია იმნაძის ადვოკატი აგროვებს ცნობებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლი ირანთან მოლაპარაკებების დეტალებს არ ასაჯაროებს
შემდეგი სტატიაარქიმანდიტრი დოროთე: უკვე ცხადია, რომ მეუფე შიო არის რუსული პროექტი და ის “ოცნებამ” უნდა რამენაირად გაიყვანოს