12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ეკა კუპატაძე: ამ იდიოტებს ჰგონიათ, რომ გიგას მკვლელობა, თამაშია

მოკლული გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი – ლ.კ. დააკავეს.

“წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი!!!!

დაიჭირეს ლ.კ, სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის!!!!

ამ იდიოტებს ჰგონიათ, რომ გიგას მკვლელობა, თამაშია!

ყველა დამნაშავე ციხეშიიიიიი!!!

მძიმე დღე მქონდა გუშინ, ამიტომ ვერ მოგაწოდეთ ინფორმაცია.

რამდენიმე დღეში გაბაშვილის და რიკაძის განაჩენი დადგება ორივე ბრალზე და ჩიქოვანისა კი, დიღმის ჩხუბების ბრალზე. დარწმუნებული ვარ, განაჩენი იქნება გამამტყუნებელი, მაქსიმალური სასჯელით!!!!

დეტალებზე ინფორმაციას მოგაწოდებთ დღის ბოლოს!” – წერს ეკა კუპატაძე.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე 4 პირი იყო დაკავებული. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.

banner
წინა სტატიაშიბექა კობახიძე მეუფე ისაიაზე: ეს ისტორია 17 წელი არავინ იცოდა
შემდეგი სტატიაანა ბუჩუკური: ე.ი. ეუთო-ს საგამოძიებო მექანიზმის დასკვნა არ ყოფილა სამართლებრივი მნიშვნელობის, მაგრამ აი, “ფეისბუქ” სტატუსები სამართლებრივია