ეკა ხოფერია: ვახტანგ რჩეულიშვილი საავადმყოფოში დააწვინეს, მძიმე ვითარებაა

ტელეწამყვან ეკა ხოფერიას ინფორმაციით, კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის ვახტანგ რჩეულიშვილის
ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს და აღნიშნავს, რომ რჩეულიშვილი საავადმყოფოში წევს და ვითარება მძიმეა.

„ერთი კვირის წინ ჩავწერე, მითხრა ბიოფსია აიღესო. არ ვიცი , იმედია, არაფერი სერიოზულიო. ორი დღის წინ ვიგებ ვახტანგ რჩეულიშვილი საავადმყოფოში დააწვინეს, ოპტიმიზმი არ გამართლდა, მძიმე ვითარებაა. არ ვიცი რა ვთქვა, ვისაც ეს ეხება, იქნებ რაღაც გამოსავალი იყოს ნაპოვნი, იქნებ მაია რჩეულიშვილის ციხეში ყოფნით არ წყდება დაზარალებულთათვის ბინების დაბრუნების პრობლემა, იქნებ მძიმე ავამყოფობამ, რომელიც ასე თავს დაატყდა ამ ოჯახს, ჰუმანური და კანონიერი გამოსავალი მოგვაძებნინოს. ახლა იმედზე დაიწყება ვახტანგ რჩეულიშვილის ინტერვიუ, რომელიც დიაგნოზის დასმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავწერეთ. მომწერეთ, რას ფიქობთ, სად არის გამოსავალი“, – წერს ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში“ლოგიკას ვერ ვხედავ” – ბესელია უშიშროების საბჭოზე
შემდეგი სტატიაუშიშროების საბჭო იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს, ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად იყო შეფასებული