ეკა ხერხეულიძე: ურეპუტაციო მირანდა მესხი უნდა ცხოვრობდეს და მუშაობდეს კარჩაკეტილი

ზუგდიდის # 67 საოლქო კომისიის შენობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და მედიას პოლიციამ ძალის გამოყენებით დაატოვებინა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციამ #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა, პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მესხმა დალუქული ბიულეტენი გახსნა და ხალხს არჩევანის უფლება მოპარა.

„ურეპუტაციო მირანდა მესხი უნდა ცხოვრობდეს და მუშაობდეს კარჩაკეტილი. არ შეიძლება მისი საჯაროობა იმიტომ, რომ ქალი არის მტაცებელი. ზოგადად, გაყალბებასთან თუ ვინმე ყოფილა ასოცირებული, ამ რეგიონში ყველამ იცის, რომ ეს არის ყველაფრის მკადრებელი, მირანდა მესხი. რა თქმა უნდა, არანაირი ძალა არ აქვს საკუთარ თავში რომ იპოვოს და ხალხთან მოვიდეს, უნდა იაროს ასე კულისებში, პოლიციის მუნდირის უკან რომ დაიმალოს, რომლებიც ახლა მხედრიონელებად არიან ქცეული“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ.

მისი თქმით, მირანდა მესხმა „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება მარცხად გამოაცხადა.

 

წინა სტატიაშიქვახვრელთან მდინარე მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა
შემდეგი სტატიაცესკოს განცხადება: მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებით დაინტერესებულ მხარეებს არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას