ეკა ხერხეულიძე: “ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეყოლება ახალი თავმჯდომარე, რადგან პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილია

ჩემი პოზიციაა, რომ გაიმართოს ფართომასშტაბიანი ყრილობა,სადაც გათვალისიწინებული იქნება ჩვენი მხარდამჭერების პოზიცია და პარტიის თავმჯდომარის პოზიცია უნდა იყოს ვაკანტური, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანას შეუქმნა სახელმწიფოებრიობა.

„თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ივანიშვილის დევნილია დღეს მიხეილ სააკაშვილი და ასევე ადამიანები რომლებიც საპყრობილეში უდანაშაულოდ იხდიან სასჯელს, მათი ინტერესების გათვალისწინებით, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ არაფორმალური მმართველი წყვეტს ვინ უნდა იყოს თავისუფალი, ვინ უნდა იყოს ციხეში და ვინ უნდა ედგეს პარტიას სათავეში, ცხადია ყველასთვის გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გახლავთ საქართველოდან მოგზაურობის მიზნით წასული. მიხეილ სააკაშვილი არის იძულებით დევნილი და ბუნებრივია, პატივი უნდა ვცეთ იმ ფაქტს, რომელიც არსებობს და გავითვალისწინოთ მოკავშირეების და მხარდამჭერების პოზიცია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანას შეუქმნა სახელმწიფოებრიობა და რუს ოლიგარქს არ სურს, რომ მან პოლიტიკური მოღვაწეობა გააგრძელოს. ცხადია, ამის მომხრე არ ვიქნები, რომ ივანიშვილის ზრახვები დავაკმაყოფილო“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეყოლება ახალი თავმჯდომარე, რადგან პარტიის თავმჯდომარე არის მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: გუბაზ სანიკიძის ჩვენს გუნდში ყოფნა იქნება მნიშვნელოვანი გარდატეხის შემომტანი პოლიტიკურ პროცესებში
შემდეგი სტატია“ეს არის ძალიან მკაფიო განცხადება რომელიც “რუსთავი 2-ის” შემთხვევას ხდის როგორც ლაკმუსის ტესტს”