ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილის მთელი ყურადღება მიპყრობილია დღეს რუსთაველის გამზირზე

მიხეილ სააკაშვილის მთელი ყურადღება მიპყრობილია დღეს რუსთაველის გამზირზე, ვინაიდან დღეს ელოდება ის ხალხმრავალ აქციას – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ.

 

მისი ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, თავს სუსტად გრძნობს და უახლოეს დღეებში უცხოელ ექიმებს ელოდებიან, რომლებიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლიან:

“მიხეილ სააკაშვილის მთელი ყურადღება მიპყრობილია დღეს რუსთაველის გამზირზე, ვინაიდან დღეს ელოდება ის ხალხმრავალ აქციას, რომელიც თავის შინაარსით იქნება რეზონანსული, ამას მე გეუბნებით, რომ ეს ასე იქნება და თავისთავად ის ფაქტი, რომ დღეს მის დაბადების დღეზე ხალხი იკრიბება და გამოხატავს პროტესტს მის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, მედიისთვის, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის არის მნიშვნელოვნია, საგულისხმოა, დანარჩენს ვნახავთ რუსთველის გამზირზე” განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

banner
წინა სტატიაშიმესამე პრეზიდენტის მადლობა მხარდამჭერებს – “მიყვარხართ”
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 დეკემბრისთვის