ეკა ხარებავას რუსებმა ჯაშუშობის ბრალდებით 6 წელი მიუსაჯეს

სოჭში გამყიდველად მომუშავე ეკატერინე ხარებავს, საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით, აცხადებენ რუსული საინფორმაციო წყაროები.

უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა კრასნოდარის სამხარეო სასამართლოს გადაწყვეტილება და უარი უთხრა ბრალდებულს აპელაციასა და გასაჩივრებაზე, ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

გამოძიების ვერსიით, ეკატერინე ხარებავამ 2008 წელს სოჭის ტერიტორიაზე ნახა რუსული სამხედრო ძალების საქართველოს მიმართულებით გადაადგილება, რაც შეატყობინა საქართველოს სამხედრო წარმომადგენელს. გამოძიება ამტკიცებს, რომ ხარებავამ ინფორმაციის გადაცემით ზიანი მიაენა რუსეთის ინტერესებს… ხოლო განსასჯელის ადვოკატი ლეონიდ ერჩინკო აცხადებს, რომ მის კლიენტს არანაირი შეხედა არ ჰქონია სამხედრო და საიდუმლო სტრუქტურებტან და ის სოჭის ბაზრის უბრალო გამყიდველი იყო.

ეკატერინე ხარებავა 2013 წლიდან რუსული სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპიონაჟის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება.

მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟის ბრალდებით გასამართლებული თითქმის ყველა პირი განთავისუბლებული იქნა… რუსეთი აგრძელებს ქართველი ქალბატონის რუსეთის საპყრობილეში დატყვევებას.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, IRI-ის კვლევის მიხედვით, პარტიათა რეიტინგში “ქართული ოცნება” 36 პროცენტით ლიდერობს
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 76% რუსეთს საფრთხედ, 18% კი – პარტნიორად მიიჩნევს