ეკა გულუა საპატრიარქოს: ნუ გადადიხართ შანტაჟზე და მუქარაზე!

“ნუ გადადიხართ შანტაჟზე და მუქარაზე!

საქართველოს საპატრიარქო (კონკრეტულ ადრესატს, რომელიც საპატრაირქოს სახეა), არ გეკადრებათ ასეთი ურთიერთობა არც მედიასთან და არც არავისთან. არანაირი უფლება გაქვთ, დაურეკოთ მედიასაშალებებს და დირექტიული ტონით მოითხოვოთ მასალის მოხსნა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მასალაზე საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა. სირცვილია, მართლა ნუ ემსაგვსებით „რაღაც-რაღაცეებს“. მიუხედავად იმ ფონზე, როცა არსებობს ჩანაწერი. გარდა ამისა, გავითვალისწინეთ „თქვენი“ თხოვნა და ადამიანური ურთიერთობებიდან გამომდინარე, შევიტანეთ ცვლილება მასალის პირვანდელ ვერსიაში. ესეც იმიტომ, რომ ეს იყო თხოვნა. ნუ გადადიხართ შანტაჟზე და მუქარაზე! არავისთან არ გაქვთ ამ ტონით საუბრის უფლება, მითუმეტეს, როცა ადამიანური ურთიერთობებიდან გამომიდნარე, თქვენი არაერთი თხოვნა გათვალისწინებულია! ამ ეტაპზე, მეტს არაფერს ვიტყვი. იმედია, ადრესატი გაიგებს, რომ ის საქართველოს ეკლესიას, საპატრაირქოს წარმოადგენს და არა „საქმის გამრჩევს“, რაც მის არაერთ სატელეფონო საუბარში აშკარაა!

და, კიდევ ერთი, ნუ შეგყავთ პატრიარქი შეცდომაში, რომ “ის” ინფორმაცია, რაც გავრცელდა, “თქვენ” არ გეკუთვნით და პროვოკაცია მოგიწყვეს. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ნუ ართულებთ სიტუაციას და ნუ იხლართებით სიცრუეში მაშინ, როცა არსებობს სატალეფონო საუბარი და არ ვაპირებ თემის გაშლას, თუ ძალიანაც არ შემაწუხებთ. საკუთარ თავს და სტატუსს ეცით პატივი!

მე მიყვარს ჩემი პატრიარქი!

P.S. რა სამწუხაროა, რომ მაიძულეთ ამისი თქმა. 1 კვირაა ვითმენ და რაც მთხოვეთ, ყველაფერი გავითვალისწინეთ, ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ “თქვენ” მართალი ბრძანდებით!”,-წერს ჟურნალისტი ეკა გულუა.

banner
წინა სტატიაშიენგურის ცენტრალურ ხიდი კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით ჩაიკეტა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: დაუშვებელია ის ფაქტი, რომ კერძო ლაბორატორიები ბინაზე მისვლით მოსახლეობას ახალ კორონავირუსის ტესტის გაკეთებას სთავაზობენ