ეკა გიგაურმა კობახიძეს ქვეყანაში დეზინფორმაციის წყარო უწოდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური დღეს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება და წერს: "ნამდვილად არ ვიცი ფეხბურთის ფედერაციის პრობლემატიკა და არც უწინ და არც ახლა, როგორც გარედან მაყურებელი უბრალოდ ვხედავ, რომ ქართული ფეხბურთი დღეს კრიზისს განიცდის თამაშების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ. მაგრამ ის რაც დღეს ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნებთან დაკავშირებით ხდება სირცხვილთან ერთად სავარაუდოდ კონკრეტული პირების მიერ უფლებამოსილების გადამეტებას წარმოადგენს, რომლებმაც ყველაფერთან ერთად ისიც უზრუნველყვეს, რომ ხალხი ამ არჩევნებს არასამართლიანად აღიქვამს თუ გაიმარჯვა კობიაშვილმა. და არველაძის გამარჯვება კი გმირობის ტოლფასად ჩაითვლება. რაც პრინციპში ასეც გმოვა. ახლა ერთი კითხვაც ჩნდება: პოლიციის, პროკურატურის, მედიის, სასამართლოს, სპორტის და ა.შ. პოლიტიზირება რომელ ხელისუფლებას გამოადგა ამ ქვეყანაში? რა ვიცი წინას არ გამოსდგომია და არც იმის წინას და ამას ვითომ გამოადგება თუ ასე გააგრძელებს ? ნუ დრო გვანახებს" - წერს ეკა გიგაური.“სპიკერმა კობახიძემ საარჩევნო საკითხებზე მიძღვნილ კონფერენციაზე თქვა, რომ ჩვენ პრომოს ვაკეთებდით მოქალაქეებს სალომე ზურაბიშვილისთვის 30 თეთრი შეეწირათ😁😁 ეგეც რომ გაგვეკეთებინა, იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი გამუდმებით საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს თავისივე ტერიტორიაზე ალბათ არაფერი იქნებოდა ამაში გასაკვირი, უბრალოდ ეგ არ გაგვიკეთებია ✌ ეს ადამიანი მგონი რაც მეტს ლაპარაკობს საკუთარ თავს ვნებს და ვინმე ჭკუათმყოფელი არ ყავს ვინც მისცემს რჩევას გაჩერდეს. ქვეყანაში დეზინფორმაციის წყარო, რომ პარლამენტის თავმჯდომარეა ძალიან სამწუხარო საკითხია ეს  მთელი გულით ვწუხვარ ჩემი ქვეყნის გამო”-წერს ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი – სამართალდამცველების მიერ არასათანადო მოპყრობაზე მომართვიანობა შემცირდა – პრობლემად რჩება, რომ პროკურატურაში გაგზავნილ არც ერთ საქმეზე შედეგი არ არის
შემდეგი სტატია“შეკითხვის ფორმულირება არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა” – პრემიერის პასუხი ჟურნალისტებს კრიმინოგენულ ვითარებაზე