ეკა გიგაურის პირველი კომენტარი პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების საკითხზე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების საკითხზე:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური დღეს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება და წერს: "ნამდვილად არ ვიცი ფეხბურთის ფედერაციის პრობლემატიკა და არც უწინ და არც ახლა, როგორც გარედან მაყურებელი უბრალოდ ვხედავ, რომ ქართული ფეხბურთი დღეს კრიზისს განიცდის თამაშების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ. მაგრამ ის რაც დღეს ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნებთან დაკავშირებით ხდება სირცხვილთან ერთად სავარაუდოდ კონკრეტული პირების მიერ უფლებამოსილების გადამეტებას წარმოადგენს, რომლებმაც ყველაფერთან ერთად ისიც უზრუნველყვეს, რომ ხალხი ამ არჩევნებს არასამართლიანად აღიქვამს თუ გაიმარჯვა კობიაშვილმა. და არველაძის გამარჯვება კი გმირობის ტოლფასად ჩაითვლება. რაც პრინციპში ასეც გმოვა. ახლა ერთი კითხვაც ჩნდება: პოლიციის, პროკურატურის, მედიის, სასამართლოს, სპორტის და ა.შ. პოლიტიზირება რომელ ხელისუფლებას გამოადგა ამ ქვეყანაში? რა ვიცი წინას არ გამოსდგომია და არც იმის წინას და ამას ვითომ გამოადგება თუ ასე გააგრძელებს ? ნუ დრო გვანახებს" - წერს ეკა გიგაური.

“საპატრიარქო ხო არის შეწყალების კომისიის წევრი და მონაწილეობს პატიმრების შეწყალების პროცესში,მათ შორის, აქვთ იმის უფლებაც, რომ გამონაკლილის სახით დააყენონ კონკრეტული პატიმრის შეწყალების საკითხი ისევე როგორც სხვას ? რაც შეეხება იმ მთავრობის წევრებს და პარლამენტარებს, რომლებიც მხარს უჭერენ ამ ინიციატივას მათ წარმოდგენა არ აქვთ თანამედროვე სახელმწიფოზე და ცდილობენ, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან, რაც არის დასაქმება, სიღარიბე და ათასი სხვა რამ, მსჯელობა და დისკუსია გადაიტანონ სხვა საკითხებზე ამით მოიპოვონ მოსახლეობის მხარდაჭერა”-აცხადებს ეკა გიგაური, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების საკითხზე პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს
შემდეგი სტატიაეს არის უპირველესად ეკლესიის მცდელობა, მოიპოვოს უფრო და უფრო მეტი ძალაუფლება