ეკა გიგაური: „სულ მთავრობაში არ იქნები და ოდესღაც მოგიწევს ხელისუფლებისთვის ბრძოლა!“

„პირველი ეტაპი კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით დასრულდა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენი ინიციატივა გაითვალისწინეს, მაინც ხმა არ მივეცით კონსტიტუციის საბოლო ვარიანტს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩვენთვის საარჩევნო სისტემა იყო, კერძოდ კი, ბარიერის და გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი,“ – წერს არასამთავრობო სექტორი წარმომადგენელი ეკა გიგაური სოციალურ ქსელსი. მისივე თქმით, ორი ალტერნატიული წინადადება წარადგინეს, ერთი იდეალური, მეორე – კომპრომისული, მაგრამ მხარდაჭერა ვერც ერთმა მოიპოვა და ვერც – მეორემ.
„ეს არის ძალიან სამწუხარო. გავაგრძელებთ მუშაობას ვენეციის კომისიასთან და შევეცდებით, რომ მას მაინც დაარწმუნონ მმართველი გუნდი, რომ მანდატები უფრო სამართლიანად უნდა გაანაწილოს. არადა, რა მარტივი იყო, კარგი საარჩევნო სისტემის მიღება. უბრალოდ, იმაზე უნდა იფიქრო, რომ სულ მთავრობაში არ იქნები და ოდესღაც ოპოზიციაში ყოფნისას მოგიწევს ხელისუფლებისთვის ბრძოლა და ამაში კანონმდებლობამ არ შეგიშლის ხელს,“ – წერს გიგაური.

banner
წინა სტატიაშითეონა ჭალიძე: „გამოვდივარ ინიციატივით გადაიხედოს ყოფილი პარლამენტარებისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხი“
შემდეგი სტატიათაიმერმა ბირმაში დაკავებულების ფოტო მოიპოვა