„ეკა გიგაური საკუთარი გამოსვლებით, სამოქალაქო საზოგადოებას ამახინჯებს“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური საკუთარი გამოსვლებით სამოქალაქო საზოგადოებას ამახინჯებს.

ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ეკა გიგაური შესაძლოა პოლიტიკაში წავიდეს.

„მივესალმები, რომ გიგაური რაც შეიძლება მალე გადავიდეს პოლიტიკაში, რადგან ის, რეალურად საკუთარი გამოსვლებით, სამოქალაქო საზოგადოებას ამახინჯებს. სასურველი იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს პოლიტიკაში. გიგაური თავს სამოქალაქო საზოგადოების წევრად ასაღებს, რეალურად კი, ის ყველაზე დიდი კრიტიკოსია დღევანდელი ხელისუფლების და პირადად ჩემი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.

„ეკა გიგაური უფრო საინტერესოა, ვიდრე პაატა ბურჭულაძე. პაატას ჩემთან ამაზე საუბარი არ ჰქონია. შესაბამისად, არ შემიძლია გიპასუხოთ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ჯობია დავენდოთ ეროვნულ ბანკს, ვიდრე მათი კრიტიკა დავიწყო და საქმე გავაფუჭო
შემდეგი სტატიასერგო რატიანი- “პროცედურული დემოკრატიის მამაც ჩაერთო ამ არასამართლებრივ დავაში”