ეკა გიგაური სააკაშვილს: აბა ჩვენ რა გავანადგურეთ კომისიაში რომ ვიყავით ?

ვუსმენ სააკაშვილს, ილაპარაკა ფარულ ჩანაწერებზე და ფაქტიურად თქვა, რომ მისი ხელისუფლების დროს პირად ცხოვრებას არ ვიწერდითო და რომ გამეგო დავსჯიდიო. ხოდა, აბა ჩვენ რა გავანადგურეთ კომისიაში რომ ვიყავით ? 24 ათასი ფაილი იყო დაარქივებული შს სამინისტროში და იქედან 500-მდე წავშალეთ და დანარჩენი დავტოვეთ, რომ ეს სისტემური დანაშაული გამოეძიებინათ ოცნების ხელისუფლებას რაც მათ არ გააკეთეს. ჩემი კითხვაა ანუ ვინ წერდა ამ ყველაფერს და ვინ აგროვებდა შსს-ში? აქ ხომ ყველა იყო ჟურნალისტები, ოპოზიციის და მმართველი პარტიის წევრები, აქტიური მოქალაქეები… საოცარია, უსმენ ამ კაცს და თითქოს არაფერი მომხადარა. თუ შეცდომის აღიარება არ შეუძლია, იმ თემებს მაინც ნუ ეხება, სადაც გამართლების მოძებნა შეუძლებელია!-აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ამ მასშტაბის საფრთხე არც პატარა ქვეყანას, არც დიდს არ შეუძლია, აიტანოს
შემდეგი სტატიასაქართველოში დაბრუნების დროს არანაირ თანამდებობას არ დავიკავებ