ეკა გიგაური პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეში უცხოური სპეცსამსახურების კვალს ხედავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეში უცხოური სპეცსამსახურების კვალს ხედავს.

მისი თქმით, აღნიშნული მეთოდი სწორედ უცხოურ სპეცსამსახურებს ახასიათებს.

„ეს არის ის მეთოდები, რომლებსაც იყენებენ სპეცსამსახურები და ამ შემთხვევაში, უფრო მეტად ვიფიქრებდი, რომ ეს არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელი მეთოდები, როდესაც აქ ვიღაც კონკრეტულ ადამიანებს სახელებს წერ და შემდეგ მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია ამ ვიდეოებში და საზოგადეობას შეიძლება სჯეროდეს, რომ ეს კონკრეტული ადამიანები არიან ამ ვიდეოებზე“, – აღნიშნა ეკა გიგაურმა.

მისივე თქმით, ყველა ფარული ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ყველაფერი რაც გავრცელდა, არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის ე.წ. ფეიკი. შესაბამისად, ეს განკუთვნილია კონკრეტული პირების დისკრედიტაციისთვის. საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ არ დაუჯერონ, არ შეხედონ, ეს არ არის სიმართლე და ყურადღება არ მიაქციონ ამ ყველაფერს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიავღანელმა თალიბებმა საგაზაფხულო თავდასხმების ანონსი გააკეთეს
შემდეგი სტატიააშშ-ს კონგრესთან ასობით პროტესტანტი დააკავეს