ეკა გიგაური: ნინოწმინდაში დამკვირვებელმა ამომრჩეველს ბიულეტენი წაართვა, შესაბამისი ნომერი შემოხაზა და ყუთში ჩაგდებას ცდილობდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური დღეს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება და წერს:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 70 მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, ნინოწმინდაში, ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებელმა ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ბიულეტენი წაართვა, შესაბამისი ნომერი მოხაზა და საარჩევნო ყუთში ჩაგდებას ცდილობდა.

გიგაურმა სხვადასხვა ოლქებში არსებულ დარღვევებზეც ისაუბრა.

„ზუგდიდში, ოლქი 65-67-ის მე-18 უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ეს ის უბანია, რომელიც გვიან გაიხსნა და ამ უბანზე პრობლემები ბევრია. ასევე ზუგდიდში, ოლქი 65-67, 31-ე უბანზე 12:00 საათზე არ დაითვალეს გაცემული ბიულეტენების რაოდენობა და არ შეავსეს სადემონსტრაციო ოქმი. ეს არის დარღვევა.

ასევე, ლაგოდეხში, ოლქში 26-15 მე-4 უბანზე დუშეთის ოლქის მაჟორიტარული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენების გარკვეული რაოდენობა აღმოჩნდა და ამ ბიულეტენებით გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კენჭისყრა მიმდინარეობდა“, – განაცხადა გიგაურმა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, საგარეჯოში, რამდენიმე უბანზე კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობდა.

„საგარეჯოს ოლქში 23-11, 38-ე 39-ე, 44-ე 48-ე უბნებზე, კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობდა. საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ძალიან დაბალი კვალიფიკაციითა და ქართული ენის არცოდნით გამოირჩეოდნენ, რის გამოც, მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა.

ნინოწმინდაში, ოლქში 46-41 მე-2 უბანზე, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ბიულეტენი წაართვა, შესაბამისი ნომერი შემოხაზა და ყუთში ჩაგდებას ცდილობდა. ქარელის ოლქში 40-33 36-ე უბანზე, ასევე ბათუმში, ოლქში 69-73 მე-8 უბანზე, ამომრჩეველმა თავისი ბიულეტენები ერთზე მეტ კონვერტში ჩაალაგა“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში “ოცნებისა” და “სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი : განვითარებაზე ორიენტირებულ ქვეყნის მშენებლობას დავუჭირე მხარი