ეკა გიგაური – მთავარი პროკურორი უნდა გადადგეს

კამპანია “ეს შენ გეხება” განმარტავს, თუ რატომ მოითხოვს მთავარი პროკურორისგან თანამდებობის დატოვებას. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ირაკლი შოთაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს იქედან გამომდინარე, რომ მან ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, გამოიძიოს ისეთი ტიპის საქმეები, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს ეხება.
“ჩვენ მოვისმინეთ დღევანდელი განცხადება, რომელიც ეხებოდა მთავარი პროკურორის გადადგომის საკითხს. ჩვენ ამას ვითხოვთ იმიტომ კი არა, რომ გამოძიება არაეფექტურია კონკრეტულ ერთ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება კადრების გავრცელებას, არამედ ამ კონკრეტული პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს იმიტომ, რომ მისი ვალდებულებაა ასეთი ტიპის დანაშაულები გამოძიებული იყოს და მან ეს ვერ გააკეთა”, – განაცხადა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაში,,გორის მერი დინოზავრების პერიოდის გადმონაშთია, თუ საქმეს არ გააკეთებს, მისი თავი ქალაქში გაგორდება”
შემდეგი სტატიაპარლამენტში კვორუმი შედგა – სხდომა განახლდა