საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის გზავნილების მიზანი საზოგადოებრივი ყურადღების ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადატანაა.
მისი შეფასებით, ივანიშვილის გუნდი ცდილობს საზოგადოებრივ დისკუსიაში ისეთი თემები წამოსწიოს, რომლებიც თავად მის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.
გიგაურის თქმით, კობახიძე ამ გზით რუსულ ნარატივს აგრძელებს და საზოგადოებას არჩევანის ხელოვნურ მოდელს სთავაზობს — ევროპა, როგორც დესტაბილიზაციის სივრცე და საქართველო, როგორც სტაბილურობის მაგალითი.
,,ცხადია, კობახიძე და “ქართული ოცნება” ცდილობენ, რომ თავისი პარტიისთვის მნიშნელოვან მიზნებს მიაღწიონ. პირველ რიგში, ეს არის რა თქმა უნდა, ის, რომ საზოგადოებამ ილაპარაკოს იმ თემებზე, რა თემებიც მათთის არის საინტერესო და ფაქტობრივად, ყურადღება გადაიტანონ იმ საკითხზებზე, რა საკითხებიც მათთავის არის მნიშვნელოვანი და არა იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და რომელიც მოუტანს სინამდვილეში, ქვეყანაში მოქალაქეების უკეთეს ცხოვრებას. მას უნდოდა, გაეგრძელებინა ის რუსული ნარატივი, რა დროსაც ფაქტობრივად მოქალაქეებმა თვითონ უნდა დასვან კითხვა, რა ურჩევნიათ მათ: ევროპა, სადაც არის დესტაბილიზაცია თუ საქართველო, სადაც ყველაფერი არის სტაბილურად, – ამბობს ეკა გიგაური.
ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიუ კოშტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართა. მისი თქმით, “ოცნების” გუნდმა კითხვების საჯაროდ დასმის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც, მათი შეფასებით, ბრიუსელმა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი შეწყვიტა. წერილში კობახიძე ასევე ეხმაურება კოპენჰაგენში პოლიციის მოქმედებებს და ევროკავშირის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით კითხვებს სვამს.
















