ეკა გიგაური: დღეს ყველა უნდა დავფიქრდეთ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გადავრჩეთ და ფეხზე დავდგეთ

გილოცავთ 26 მაისს! ❤️ამ დღეს ყოველთვის ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვინც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე საქართველოს დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისთვის იბრძოდა! საბედნიეროდ, ბევრი გვყავდა ასეთი, თუმცა ბევრი მოწინააღმდეგეც ყავდათ მათ, ძირითადად ისინი, ვინც ჩვენ მტრებთან იყვნენ შეკრულები და თავიანთი კეთილდღეობის გამო სამშობლოს ღალატზე მიდიოდნენ. ასეთები ალბათ ვერასოდეს მიხვდებიან რას განიცდი, როდესაც ამბობ, რომ გიყვარს შენი ქვეყანა და მისთვის სიცოცხლეც შეგიძლია გასწირო.

თითქმის 200 წელია რუსეთი გვებრძვის და ცდილობს დაგვამონოს, თავი დაგვახრევინოს და თავისუფლება წაგვართვას. ამისთვის ყველაფერზე მიდის, ფიზიკურადაც გვისწორდება და რბილი ძალითაც გვიტევს. არ გვაძლევს განვითარების და წარმატების საშუალებას. თუმცა ჩვენ მაინც ვარხერხებთ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. გამოწვევაც ბევრი გვაქვს, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნითაც. სულ მინდა ვიცოდე რა შეიძლება გიღირდეს სამშობლოს ღალატად? ასეთებიც ხო გვყავს დღეს ქვეყანაში. კვლავაც ვსაუბრობთ და ვკამათობთ იმაზე, რუსეთი ჯობია თუ დასავლეთი, რომელიც ლამის ჩვენზე მეტად ზრუნავს იმაზე, რომ წარმატებულ ქვეყანად ვიქცეთ. სულ ერთი წლის წინ რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ვიხილეთ. ზოგიერთი “ქართული” მედია ავრცელებს რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს და ტვინს ურეცხავს ჩვენს ხალხს. დღესაც ვერ ვახერხებთ ერთი მტრის წინააღმდეგ გაერთიანებას და ერთმანეთთან დაუსრულებელ ჩხუბში ვასუსტებთ საკუთარ ქვეყანას.

დღეს ყველა უნდა დავფიქრდეთ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გადავრჩეთ და ფეხზე დავდგეთ. მჯერა, რომ ეს თითოული ჩვენგანის ხელშია. გილოცავთ და წარმატებას ვუსურვებ ჩვენ საქართველოს, რომელიც მე ძალიან მიყვარს! ❤️💕

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი

ეკა გიგაური

banner
წინა სტატიაში26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა
შემდეგი სტატიასაქართველოს დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაზე საქართველოს დროშის ინსტალაცია მოეწყო