ეკა გიგაური – დავით კეზერაშვილის საქმე მედიაზე ზეწოლას უკავშირდება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის შეფასებით, დავით კეზერაშვილის საქმე მედიაზე ზეწოლას უკავშირდება, რადგან კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელია.

„ჩვენ თავის დროზეც, როცა უზენაესმა სასამართლომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, ამ ნაწილში ვფიქრობდით, რომ ეს ხდება, რადგან ის არის ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი არის სწორედ მედიაზე ზეწოლა, სხვა შემთხვევაში, დავით კეზერაშვილი პირველ და მეორე ინსტანციაში ვერ მოიგებდა ამ საქმეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ იქ კითხვები არ იყო, თუმცა, როგორც ჩანს, დღეს კონკრეტული ნაბიჯები იდგმება უკვე „ფორმულას“ და მისი დამფინანსებლის წინააღმდეგ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია – წარმოდგენა არ მაქვს, სცენარი როგორი იქნება, სააკაშვილის გადასაწყვეტია, როდის ჩამოვა
შემდეგი სტატიალომჯარია – არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რამაც შეიძლება, მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს