ეკა გიგაური ბიძინა ივანიშვილს პასუხობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური დღეს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება და წერს:

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, ორგანიზაცია „საერთაშორსო განჭვირვალობა- საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩემზე ნებისმიერი წარმოდგენა ქონდეს, არ მგონია, რომ ყველას უნდა მოვწონდე ან იზიარებდნენ იმას რასაც ვამბობ. თუმცა, მაშინ, როდესაც საქართველოში ევროკავშირის კომისიონერია ჩამოსული და ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ დავარწმუნოთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა უნდა გაფორმდეს, ქვეყნის ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკურმა ფიგურამ და ფაქტობრივმა მმართველმა არასამთავრობოს არ უნდა დაესხას თავს, თუნდაც არ იზიარებდეს იმას რასაც ისინი ამბობენ. თორე ჯანდაბას ვინმეს, რომ არ მოვწონვარ ამას ავიტან. დღეს მე ვიჯექი და საქართველოს ევროინტეგრაციაზე ვლაპარაკობდი და ის უცხოელ დიპლომატების განცხადებას უმეცარს ეძახდა, არასამთავრობოებს ლანძღავდა და საქართველოს პრეზიდენტს რეზიდენციიდან გამოსახლებით ემუქრებოდა. დღეს მე მგონი ყველა ერთი მიზნის გარშემო უნდა გავერთიანდეთ და საქართველოს ევროპულ მომავალზე ვიფიქროთ. სამწუხაროა, რომ ყველა ასე არ ფიქრობს.“- წერს ეკა გიგაური ფეისბუკზე.

შეგახსენებთ, ექსპრემიერმა ივანიშვილმა არასამთავრობოების ნაწილი და კონკრეტულად ეკა გიგაური ნაციონალურ მოძრაობის გაგრძელებად მოიხსენია და განაცხადა, რომ „ისინი ძალიან აბინძურებენ სამოქალაქო საზოგადოებას.“

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი თბილისში „კარფურის“ ახალი ჰიპერმარკეტის გახნის ღონისძიებას დაესწრო
შემდეგი სტატიაშს მინისტრი დაზარალებულ ადვოკატს შეხვდა