ეკა გიგაური არის TI-ის საერთაშორისოდ აღიარებული ლიდერი და პრინციპების ერთგული ადამიანი – უილიამ კორტნი

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ეკა გიგაურის გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი წერს, რომ ორგანიზაციის მიერ ბიძინა ივანიშვილის რუსული კავშირების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ, მმართველმა პარტიამ მის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო.

უილიამ კორტნი კომენტარში ეკა გიგაურის პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს.

„ეკა გიგაური არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საერთაშორისოდ აღიარებული ლიდერი. ის პრინციპების ერთგული ადამიანია“, – წერს უილიამ კორტნი.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპის ბედი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ეს ომი
შემდეგი სტატიარუსეთი ცდილობს მშვიდობიანი უკრაინელები სამხედრო ტყვეებში გაცვალოს – ვერეშჩუკი