ეკა გიგაური: ამას მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული ხელოსუფლება თუ გააკეთებს!

პანდემიის გავრცელების მიუხედავად არჩევნები მაინც ჩაატარეს! არ გადადეს ! საარჩევნო პერიოდი საშინლად ჩაატარეს, კოვიდ პანდემია და ხალხის სიღარიბე სათავისოდ გამოიყენეს, არჩევნების დროს ხალხის ხმებს ყიდულობდნენ, ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ და ემუქრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება მძვინვარებდა ხალხი მაინც მოტივირებული იყო და მივიდა არჩევნებზე! და რა ამათ რა გააკეთეს? არჩევნების შედეგები გადაწერეს და ხალხი რომ აპროტესტებს უკვირთ და ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებენ. დღეს საღამოს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უკანონოდ გამოიყენეს ძალა. სიტუაცია უკიდურესად დაძაბეს და აღშფოთებულ ხალხს წითელი ნაჭერი აუფრიალეს. ამას მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული ხელოსუფლება თუ გააკეთებს! მთელი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება საქართველოს დღევანდელ მთავრიბას ! ამ სიტუაციაში ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა და არ ავყვეთ პროვოკაციებს. ეს ჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას!

 

ეკა გიგაური

banner
წინა სტატიაშინიკა მედლია:ხვალ 6 საათზე რუსთაველის გამზირზე
შემდეგი სტატიასაქართველოს 7 ქალაქში გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მატარებლების მოძრაობის გრაფიკი იცვლება