ეკა გიგაური – ახალმა პრეზიდენტმა თვითონ უნდა შეარჩიოს შეწყალების კომისიის წევრები

ვფიქრობ, საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა თვითონ უნდა შეარჩიოს შეწყალების კომისიის წევრები, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის ყოფილმა წევრმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. გიგაურის ინფორმაციით, მან ჯერ კიდევ ნოემბერში მიიღო კომისიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, კომისიის დაკომპლექტების წესი კანონში ბუნდოვნად არის განსაზღვრული.

„ჯერ კიდევ ნოემბერში შეწყალების კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ, ჩემი სურვილით დავწერე განცხადება და დავტოვე კომისია იმის გამო, რომ ვფიქრობ, საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა თვითონ უნდა შეარჩიოს კომისიის წევრები. იმის გამო, რომ კანონში ზუსტად არ არის გაწერილი, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ვიფიქრე, რომ მას დავუტოვო შესაძლებლობა, თავად დააკომპლექტოს შეწყალების ახალი კომისია. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ამ კომისიაში 5 წლის განმავლობაში მუშაობა და ახლა ვფიქრობ, რომ ახალმა წევრებმა უნდა გააგრძელონ ამ კომისიაში მუშაობა,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ და რამდენიმე წევრმა კომისია დატოვა.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილს პროკურატურაში ექსპერტიზის დასკვნას გააცნობენ
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაცია – შეწყალების კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა უკვე დაიწყო