ეკა გიგაური : 40 000 ადამიანს დასარეგისტრირებლად ორი დღე მისცეს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ლიდერი ეკა გიგაური ამბობს, რომ ცესკოსგან ვერ მიიღო არგუმენტები, რატომ მიიღეს ასეთი მნიშვნელოვანი კანონი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, როცა ცესკომ არასამთავრობოებისგან რეკომენდაციები ბევრად ადრე მიიღო, თუმცა, არ გაითვალისწინა.

“40 000 ადამიანს რომ დასარეგისტრირებლად მისცე ორი დღე, ეს გადაწყვეტილება გაუგებარია. ამდენი ათასი ადამიანი, შესაძლოა, ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩეს. მე მახსენდება ის ეთერი, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გვქონდა და ჩვენი ორგანიზაცია ამბობდა, რომ რეგულაციები იყო შესამუშავებელი, რადგან ცხადი იყო, რომ საქართველოს მოუწევდა არჩევნების ჩატარება პანდემიის პირობებში”, – თქვა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაურის თქმით, ადამიანებმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ ჯანდაცვის სიაში უნდა ყოფილიყვნენ.

“როცა ადამიანები რეკავდნენ ჯანდაცვის სამინისტროში, იქ ეუბნებოდნენ, რომ მათ უკვე გადასცეს 26 ოქტომბრის მონაცემები და ხელახლა ვერ დაარეგისტრირებდნენ. ანუ ეს იყო ბიუროკრატიული ბარიერებით, ძალიან ცუდად გაკეთებული ცესკოს მხრიდან. ჩვენ რასაც ვეუბნებოდით ცესკოს, რომ იქნებოდა პრობლემები, სწორედ ისე მოხდა. ანუ დღეს, ფაქტობრივად, უზარმაზარი დაწოლა წავა გადასატან ყუთებზე, რადგან ეს ყუთები უნდა წავიდეს როგორც საკარანტინე ზონაში, ასევე თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან, ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია იყო, გახსნილიყო სპეცუბნები. მაგრამ ცესკომ ჩვენი რეკომენდაციები არ გათვალისწინეს”, – ამბობს ეკა გიგაური.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ფოთში მეთევზეებს შეხვდა
შემდეგი სტატიაკობახიძე: ეკლესიასთან თანამშრომლობა ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მოვალეობაა