14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

ეკა ჭიჭინაძე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არ არის საფრთხე, საფრთხე აქვს სალომე ზურაბიშვილს

epa03772387 Georgia's Prime Minister Bidzina Ivanishvili speaks to media during his news conference in Tbilisi, Georgia, 03 July 2013. EPA/ZURAB KURTSIKIDZE

“ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არ არის საფრთხე, საფრთხე აქვს სალომე ზურაბიშვილს”. – უთხრა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ეკა ჭიჭინაძემ TV პირველის ჟურნალისტს.

ცნობისთვის, 11 მაისს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა კრიტიკულ რეზოლუციას, რომელიც “გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ მიმართულებას და კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ”.

რეზოლუცია მოუწოდებს “საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მხარი დაუჭიროს ზემოხსენებული 2025 წლის 13 თებერვლის ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნახსენები პირების წინააღმდეგ ტარგეტირებული ინდივიდუალური სანქციების დაწესებას, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ, ევროპარლამენტის მოწოდების შესაბამისად და აშშ-ს მიერ უკვე შემოღებული სანქციების მსგავსად”.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: გამოაღეთ ახლა მაცივრები, ამოფხიკეთ საფულეები და თქვენც აღფრთოვანდით, ძვირფასო თანამემამულენო
შემდეგი სტატია“მშენებლობის პროცესი შეჩერებულია, ხოლო მშენებელი 30 000 ლარით დაჯარიმდა”- მერია