,,ეკა ბესელიასთვის კაბინეტის მომზადება დაიწყო სექტემბერში, მაშინ საერთოდ არ იყო აქტუალური სასამართლოს თემა”

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკა ბესელიასთვის ვიცე-სპიკერების ფლიგელში კაბინეტის მომზადება დაიწყო სექტემბერში, აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არავითარ კავშირში არ იყო სასამართლოს საკითხთან. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ჩვენ ახლა ვდგავართ ზუსტად იმ კაბინეტის წინ, რომელიც ქალბატონი ეკა ბესელიასთვის იყო გამზადებული. ამ კაბინეტის მომზადება დაიწყო სექტემბერში, აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, აგვისტოში საერთოდ არ იყო აქტუალური სასამართლოს თემა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არავითარ კავშირში არ იყო სასამართლოს საკითხთან, აქედან გამომდინარე, არასწორია, როდესაც ასე უკავშირებენ რაღაც გარემოებას იმას, რასთანაც მას არ აქვს რეალურად კავშირი. ყველას მოვუწოდებ, არ დაუშვან შეცდომები. ხშირად ადამიანები ემოციურ ფონზე შეცდომებს უშვებენ და ამას ვხედავთ ჩვენ კონკრეტული დეპუტატების შემთხვევაშიც დღესაც. მე მათ მოვუწოდებ, ნუ აყვებიან ემოციებს, ნუ იმოქმედებენ ემოციების საფუძველზე და ასეთ შემთხვევაში ისინი არ დაუშვებენ შეცდომებს“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც ცნობილია, დაახლოებით ორი კვირაა ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის ურთიერთობა დაძაბულია, რასაც წინ უძღოდა ბესელიას განცხადება, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა იუსტიციის უაღლესი საბჭოს მიერ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების გამო დატოვა. ბესელიას თქმით, მისთვის მიუღებელია „სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან დაკავშირებული მოსამართლეების“ სისტემაში ყოფნა.

banner
წინა სტატიაში,,შარშან მეტი სირთულე იყო, რაც პარტიიდან ერთი დეპუტატის გარიცხვით დასრულდა – არსებობს თეორიული რისკი, რომ ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწიოს”
შემდეგი სტატიაეკა ბესელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძე მოსამართლეობის კანდიდატების სიის დაჩქარებულად განხილვას სთხოვდა