ეკა ბესელიასა და ირინა იმერლიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასა და უშიშროების საბჭოს მდივან ირინა იმელიშვილს შორის სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა.

კომიტეტი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობს.

ირინა იმერლიშვილმა კომიტეტზე დასვა საკითხი, რატომ არ გადაიგზავნა შესაბამისი ცვლილებები ვენეციის კომისიაში.

ეკა ბესელიას თქმით, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა არ დასრულებულა, არ აქვს მიღებული საბოლოო ფორმა და ვენეციის კომისიას ვერ გადაეგზავნებოდა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ამ პროცედურას საკომიტეტო მოსმენების დემდეგ დაიწყებს.

banner
წინა სტატიაშიფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მთავრობაში საკადრო ცვლილებებს არ ელოდება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ქ. ლონდონში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრის დევიდ კამერონის მიერ ორგანიზებულ ანტი-კორუფციულ სამიტში