ეკა ბესელიას ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოში ვადა კიდევ ერთი წლით გაუგრძელეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში სტრასბურგში იმყოფება, სადაც 21-25 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესია იმართება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიის ფარგლებში ეკა ბესელია მონაწილეობას იღებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომებში, როგორც კომიტეტის ძირითადი წევრი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ეკა ბესელიას ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოში კიდევ ერთი წლით გაუგრძელა ვადა.

კომიტეტის წევრებმა აირჩიეს კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე.

განხილული იყო ქვეკომიტეტების სტრუქტურა და დაინიშნენ კომიტეტის წარმომადგენელები ვენეციის კომისიასა და კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფში.

სხდომაზე გაიმართა მსჯელობა პატიმართა გადაყვანისას ადამიანის უფლებების დაცვის ანგარიშის პროექტის, ანგარიშის რეზოლუციისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესახებ. შედგა თემატური დებატები ადამიანის უფლებათა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიგადადგეს მოძალადე! – ჭიდაობის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“საქართველომ ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთი უნდა გააგზავნოს” – ელისაშვილი