ეკა ბესელიას განცხადება

ეკა ბესელია მედიასთან შეხვედრას დღეს 12:00 საათზე გეგმავს.

როგორც ეკა ბესელიამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, „ორშაბათს ყველაფერს ნათელს მოჰფენს“. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზებზე გეგმავს საუბარს.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, რის მიზეზადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია დაასახელა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ბესელიას გადადგომა ჯერ კიდევ ზაფხულიდან განიხილებოდა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან კავშირი არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : კატეგორიულად მიუღებელია ეს ურთიერთობები გუნდის შიგნით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს
შემდეგი სტატიადღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება