ეკა ბესელიას გადადგომის შესახებ განცხადება ჯერ არ დაუწერია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 28, 2018 10:23

ეკა ბესელიას გადადგომის შესახებ განცხადება ჯერ არ დაუწერია

ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ჯერ არ დაუწერია. საკითხს უახლოეს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. ეს კი სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე მოხდება, რადგან პარლამენტმა ზამთრის სესია უკვე დაასრულა.

მას შემდეგ რაც ბესელიას განცხადებას პარლამენტი ცნობად მიიღებს, კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანო პლენარულ სხდომაზე აირჩევს.

რაც შეეხება თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მას კომიტეტის სხდომაზე, სიითი უმრავლესობით აირჩევენ.

„არის ათეულობით კანონპროექტი ხელმოსაწერი და პროცედურები. ამ პროცედურებს გავივლით და ასევე შიგნით დავილაპარაკებთ, შევჯერდებით, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ვინ შეასრულებს, იმიტომ, რომ ამ პროცედურასაც სჭირდება ბოლომდე მიყვანა იმის გამო, რომ კომიტეტს არ შეექმნას რაიმე შეფერხება,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 28, 2018 10:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,748
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics