ეკა ბესელიამ სტუდენდებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

DSC_4274

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თამჯდომარემ ეკა ბესელიამ, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის „გორგასლი“ სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა. კომიტეტის თავმჯდომარემ პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ახალი კანონები და რეფორმები გააცნო. ეკა ბესელიამ სტუდენტებს საჩუქრად ახლად გამოცემული წიგნი – „კანონები თქვენთვის“ გადასცა, სადაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი კანონებია ასახული.
სტუდენტები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებსა და კომიტეტის მხრიდან გაწეულ სამუშაოების, მათი აღმოფხვრისა და პრობლემის ეფექტურად გადაჭრის მიმართულებით დაინტერესდნენ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და გორგასლის უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომლის შედეგადაც სტუდენტები აღნიშნული კომიტეტის სხდომებს ხშირად ესწრებიან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ–მინისტრი გერმანიას ეწვევა
შემდეგი სტატიაჰაკერი იმ წყაროს ასახელებს, საიდანაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება ხორციელდება