ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა

საქართველოს პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა:

„ძალიან რთული და ემოციურია ჩემთვის ის რაც უნდა განვაცხადო, რთულია ვთქვა დღეს, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად, რთულია ვთქვა ეს იქამდე სანამ არ გავნმარტავ სად მივდივარ. მივდივარ იქ სადაც არის საქართველოს მოსახლეობის სრული ერთობა. იქ სადაც ამ ავბდით კოჰაბიტაციას არ გადაჰყვა სამართლიანი სასამართლო და სამართალი. ქართული ოცენბა პირველი ოქტომბრის ფასეულობებს აცდა, ჩვენ დღეს გვაქვს ღირებულებათა სხვაობ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიქართველი ფეხბურთელების დაკავება ანტალიაში – ფეხბურთის ფედერაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ამ არჩევანის მიხედვით ფასდება ადამიანის ნაბიჯები” – ბესელია ივანიშვილზე