ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. განცხადება ბესელიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს. მივიღე გადაწყვეტილება,რ ათა საზოგადოებას მიეცეს საშუალება, გამჭვირვალე პროცესი იხილოს. სია უნდა იყოს დაწურული და არა შეჩერებული. ყველა პროცედურა უნდა იყოს გაწერილი. სიაში არაიან ადამიანები, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები. უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს მაღალი კვალიფიკაციის, რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს. ჩემი იდეალი ყოველთვის იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა.
მე დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურუდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. მე ვაკეთებ განცხადებას გადადგომის თაობაზე.
ნებისმიერი სპეკულაცია რომ გამოირიცხოს, პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ვამბობ ღიად – ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანი იყო, რომელსაც ამ საკითხზე ჰქონდა პოზიცია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანად, პროცესის, კანონის დაცვით. რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ყველას აქვს თავისი პოზიცია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.