ეკა ბესელიამ პარლამენტარებს პრეზიდენტის “მოტივირებული შენიშვნების” მხარდაჭერისკენ მოუწოდა

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატებს “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში პრეზიდენტის შემოთავაზებულ ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ბესელიას განმარტებით, ცვლილებები გაასწორებს იმ ხარვეზს, რომელიც მოქმედ ნორმაში არსებობს და საკონსტიტუციო სასამართლოს მეტ დამოუკიდებლობას შესძენს.

“ამ საკითხზე შესაძლებელი გახდა პოზიციების შეჯერება, ამიტომ ჩვენ გავიზიარეთ კომიტეტზე შენიშვნებს და გთავაზობს დაუჭიროთ მხარი შემოთავაზებულ შემნიშვნებს. მთლიანობაში მნიშვნელოვანი პროცესი ჯანსაღად წარიმართა. ჩვენი ცვლილებები გაასწორებს იმ ხარვეზს, რომელიც მოქმედ ნორმაშია და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოხსნის პრობლემებს, ამავე დროს საკონსტიტუციო სასამართლოს მეტ დამოუკიდებლობას შესძენს და მეტად გააძლიერებს მას ინსტიტუციურად”,- განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, დღეს “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის “მოტივირებულ შენიშვნებს” და შესაბამის კანონპროექტს განიხილავს.

banner
წინა სტატიაში“ვეტოების ისტორიაში, პირველად მოხდა, როდესაც პრეზიდენტმა შეჯერებული შენიშვნები გამოგზავნა”
შემდეგი სტატია”თავისუფალი დემოკრატები” პრეზიდენტის შენიშვნებს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონპროექტზე მხარს არ უჭერს