15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

ეკა ბესელია: ზოგადად, ხელწერას უკვე ვიცნობთ, როგორ ხდება განცხადებების გაკეთება

ზოგადად, ხელწერას უკვე ვიცნობთ, როგორ ხდება განცხადებების გაკეთება, განსაკუთრებით იმ დროს, იმ ვითარებაში და ისეთი ადამიანების მხრიდან, ვისაც გარკვეული ახლო კავშირები აქვს მმართველ გუნდთან,- ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

,,სხვათა შორის, როდესაც რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ინფორმაცია პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გამოყენების თაობაზე, სულ ველოდებოდი, რომ ამას რაღაც გაგრძელება მოჰყვებოდა იმიტომ, რომ ეს არ არის რიგითი, ჩვეულებრივი თემა, რომელზეც შეიძლება უბრალოდ ინფორმაცია გაჟღერებულიყო და ამით დასრულებულიყო.

ალბათ, შემთხვევითი არ არის ეს მიმართვა. თუ ამას მოჰყვება პროკურატურის მხრიდან რაიმე ფორმით განცხადება, რომ საკითხების შესწავლა იწყება, მაშინ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არის წინასწარი შეთანხმებული სცენარი. თუმცა, ესეც რომ არ ყოფილიყო, ის დღეები, როდესაც მთელი საქართველო პატრიარქს გლოვობდა, თუ ვინმე არამიზნობრივად იყენებდა სახსრებს, რომელიც გამოყოფილი იყო და თუ ვინმემ ასეთი რამ იკადრა, რომ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა ის რესურსი, რაც იყო გამოყოფილი, ამაზე უფრო უარესი რა შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს.

შეიძლება ეს არ არის შემთხვევითი, რომ ახლა გაკეთდა ეს მიმართვა დათო ოქიტაშვილის მხრიდან, თუმცა, ამის გარეშეც შეიძლებოდა გამოძიების დაწყება.“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ოქიტაშვილმა დღეს კულტურის ყოფილ მინისტრს ვრცელი განცხადებით მიმართა. ოქიტაშვილმა მას კითხვა პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებითაც დაუსვა – ასევე, პროკურატურასა და აუდიტს მოუწოდა, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ. ამავე მიმართვაში ოქიტაშვილმა რუხაძის მფარველად მამუკა მდინარაძე დაასახელა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: მტკივნეულია, როდესაც ტრამპი ერთ მხარეს ირჩევს და არა ჩვენს მხარეს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს