ეკა ბესელია-ზარდიაშვილი სასამართლოში ერთ-ერთი ზონდერი იყო, კორუფციაში მაშინაც ჰქონდა ხელი ჩაყოფილი და ჩაფლული იყო

region
: region მარტი 18, 2019 17:28

ეკა ბესელია-ზარდიაშვილი სასამართლოში ერთ-ერთი ზონდერი იყო, კორუფციაში მაშინაც ჰქონდა ხელი ჩაყოფილი და ჩაფლული იყო

ზარდიაშვილი სასამართლოში ერთ-ერთი ზონდერი იყო, კორუფციაში მაშინაც ჰქონდა ხელი ჩაყოფილი და ჩაფლული იყო, – ამის შესახებ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, ზარდიაშვილმა პარლამენტში შესვლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოდან მოითხოვა ე.წ. ბუღალტერიის გახსნა, რომ აღერიცხა, ვის რას გაუკეთებდა.

„რას ჰქვია, კორუფციაში მადანაშაულებს, ვერ ჩაეკითხეთ, რას გულისხმობდა, ამ ბოდვაზე მე გიპასუხოთ? ძალიან მარტივ რამეს უყურებთ. ზარდიაშვილი სასამართლოში ერთ-ერთი ზონდერი იყო, მისი მეგობრები და ძმაბიჭები ყველანი იქ იყვნენ. კორუფციაში მაშინაც ჰქონდა ხელი ჩაყოფილი და ჩაფლული იყო. დღეს უკვე პარლამენტში რომ შემოვიდა, პარლამენტიდან ე.წ. ბუღალტერიის გახსნა მოითხოვა, რომ ეწარმოებინა ბუღალტერია, ანუ აღერიცხა, ვის რას გაუკეთებდა. ეს გეგმები ჩავუშალე საბრალოს, გადაყვა ამ ამბავს“, – მიმართა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილს ურჩია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეთა უკან დაბრუნებული სია თავქვეშ დაიდოს.

„უკან დაბრუნებული სია, თავქვეშ ამოიდოს. ღამე სიზმრებს რომ ნახავს, მეგობრებთან ერთად როგორ აწყობს სასამართლოში საქმეებს, გამოიღვიძებს და სხვა რეალობა დახვდება“, – განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, წავა თუ არა პარლამენტიდან, დეპუტატმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მასსა და ვანო ზარდიაშვილს შორის ტოლობის ნიშანს ნუ დასვამენ.

ვანო ზარდიაშვილმა და ეკა ბესელიამ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იკამათეს. ბესელიამ სხდომაზე ზარდიაშვილს მიმართა, რომ კორუფციაში ხელებს თავად აფათურებს. აღნიშნული რეპლიკის პასუხად ვანო ზარდიაშვილმა ბესელიას მიმართა „შენს ხელებს ასდის ფულის სუნი. ოჯახური ბიზნესი სასამართლოში თქვენ გქონდათ“. ამასთან, ზარდიაშვილმა აღნიშნა, რომ დღესვე მზად არის, დეპუტატის მანდატზე უარი ვთქვას, თუ ეკა ბესელია პარლამენტიდან გავა.

region
: region მარტი 18, 2019 17:28

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


10,422
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics