ეკა ბესელია – ვინც ჩემთან ასეთი ფორმით ანგარიშსწორება გადაწყვიტა, უკვე დამარცხებულია

მინდა ვუთხრა მათ, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, ეტყობა, კარგად არ მიცნობთ. ეს ყველაფერი შინაგანად უფრო მამყარებს, მაძლიერებს და განმაწყობს, რომ ამ ქვეყანაში დამთავრდეს ეს უბედურება,-ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას.

ეკა ბესელიას თქმით, მსგავსი მორალური ტერორისგან სხვა ადამიანების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

„ასეთ მდაბიო, საცოდავ მეთოდებს მიმართავენ ადამიანები, რომლებიც ჭაობზე უფრო დაბლა არიან. ჩვენი მოქალაქეების ასეთი მორალური ტერორისგან დასაცავად საჭიროა, რომ მე და ის ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი იწვნია, გავერთიანდეთ და სხვებს დავეხმაროთ და ავარიდოთ მსგავსი რამ ნებისმიერ სიტუაციაში. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ქალს, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი გამოცდაა. ჩემთვის ეს არის ის ახალი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც კიდევ უფრო შეუვალს მხდის. მე ამას ველოდი, მზად ვიყავი და მათ, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, კიდევ ერთხელ ვეტყვი – არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც შემაშინებს, გამაჩერებს ან პოზიციას შემაცვლევინებს. ეს იცის ყველამ, ვინც გამომცადა იმ რეჟიმის დროს, როდესაც უფრო მძიმე განსაცდელები გავიარე. ვერ შეძლო მაშინ სააკაშვილის რეჟიმმა ჩემი გაჩერება. ამიტომ ვინც ჩემთან ასეთი ფორმით ანგარიშსწორება გადაწყვიტა, უკვე დამარცხებულია. ეს რომ არ მოხდეს ხვალ და ზეგ სხვების მიმართ, ამაში მე ძალიან დიდ წვლილს შევიტან“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიხანძარი მარტვილის მუნიციპალიტეტში-ცეცხლი ყოფილი ე.წ ტექნიკუმის შენობაში გაჩნდა
შემდეგი სტატიაანი წითლიძე: გულისამრევია და მიღებელი რაც ახლა ხდება