ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს პასუხობს – ყველა, ვინც აფასებს, ვინ რომელ კურსზეა და კლასში თავად უნდა იყოს რომელიმე კლასში

ყველა, ვინც აფასებს, ვინ რომელ კურსზეა და კლასში თავად უნდა იყოს რომელიმე კლასში, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული ცვლილებებთან ვანო ზარდიაშვლის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე ინიციატივა ეფუძნება კონსტიტუციური ნორმას გარდამავალ დებულებებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვიდრე უვადო მოსამართლედ გამწესდება შესაძლებელია, 2025 წლამდე გამოყენებული იყოს გამოსაცდელი ვადა.

„ყველა, ვინც აფასებს, ვინ რომელ კურსზეა და კლასში თავად უნდა იყოს რომელიმე კლასში. როდესაც არც ერთ რანგზე არ არის და არც ერთ კლასში როგორც იურისტი, მათ ნაკლებად შეუძლიათ, შეაფასონ ასეთი პროექტები. რაც შეეხება უშუალოდ ინიციატივას, ეს ინიციატივა ეფუძნება კონსტიტუციურ ნორმას და გარდამავალ დებულებებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ შესაძლებელია, 2025 წლამდე გამოყენებული იყოს გამოსაცდელი ვადა ვიდრე მოსამართლე უვადოდ გამწესდება. ეს ცვლილება მიგნებულია ჩვენს მიერ, რადგან იმდენად აღელდა იუსტიციის საბჭო და მათი ლობისტებიც ჩანს, რომ ჩვენ ზუსტად მივედით იმ საკითხთა, რომლითაც უნდა მოხდეს შეჩერება მორატორიუმი, რათა სასამართლო სისტემა არ ჩაიკეტოს. იუსტიციის საბჭოს ხელიდან უნდა გამოვართვათ ის იარაღი, რომლითაც შეიძლება კიდევ ერთი ცეცხლი გაიხსნას, რომელსაც მოყვება გამოუსწორებელი ზიანი. ეს შეიძლება ხატოვანი შედარებაა, მაგრამ სამართლებრივად ითარგმნება, რომ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ანტიკონსტიტუციური უწოდა: „პირველ კურსელი იურისტიც კი, ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერდა, სამართლებრივი ჩარჩოებიდან და კონსტიტუციის შინაარსიდან იმდენად გასულია. ეს პოლიტიკური წინადადება უფროა. ამას არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს, რადგან ეს არის არაკონსტიტუციური“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი შეისყიდა
შემდეგი სტატიაანა დოლიძე – ვიხილეთ მცდელობა, მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო ჩემთვის და ნაზი ჯანეზაშვილისთვის