ეკა ბესელია : უწყებათაშორისი კომისია დიდი ხანია ნდობის მატარებელი არ არის

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ უწყებათაშორისი კომისია მაღალი ნდობით არ სარგებლობს.

როგორც ეკა ბესელია განმარტავს, გარდა იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის მიმართ მაღალი სანდოობა არ არის, მასში მონაწილეობის სურვილი არ არის ისეთი, როგორიც რეალურად უნდა იყოს.

“უწყებათაშორისი კომისია, როგორც წესი, ძალიან დიდი მანდატის მატარებელია საარჩევნო პერიოდში, მას რეალურად უნდა ჰქონდეს ფუნქცია და არა პარტიული დღის წესრიგით იმოქმედოს. ყველა რეალური დარღვევა, ფაქტი, უკანონობა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – ის, რაც არღვევს სამართლიანი არჩევნების ჩატარების წესს, ყველა ამ ფაქტზე სწრაფი რეაგირების ორგანო უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მისი მანდატი შეზღუდულია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს მანდატი არის კარგი საშუალება თუ გამოიყენებდა, სწრაფი რეაგირებისთვის. სამწუხაროდ, ეს საბჭო, დიდი ხანია ნდობის მატარებელი არ არის, რის გამოც, არ მიკვირს, რომ არ არის ისეთი მაღალი სანდოობა და მონაწილეობის თვალსაზრისით ისეთი სურვილი, როგორიც უნდა ჰქონოდეს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიპანდემია და რუსული ოკუპაცია – საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის ვირტუალურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა
შემდეგი სტატიასააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის კაბინეტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს – „მე კიევში ვაგრძელებ ჩემი მოვალეობის შესრულებას“